გაკვეთილის მთავარი თემა
|
სამკუთხედის ფართობი
|
სწავლების სსაფეხური
|
8კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 10 მოსწავლე მათ შორის არ არის განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
მოსწავლეები შეძლებენ სამკუთხედის კლასიფიკაციის გამოყენებით ნებისმიერი სამკუთხედის ფართობის გამოყვანას და მის გამოყენებას პრაქტიკაში
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებმა შეძლეს ნებისმიერი სამკუთხედის ფართობის გამოთვლა
|
წინასწარი ცოდნა
|
მართკუთხედის ფართობი, პარალელოგრამის ფართობი,
ფართობის ერთეულები.
სამკუთხედების კლასიფიკაცია.
სამკუთხედების ელემენტები, სამკუთხედის განსაზღვრა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების რუბლიკის საშვალებით
|
სასწავლო საგანი ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფერადი ფურცელი, მაკრატელი, სახაზავი, კომპიუტერი. სლაიდი
|
გაკვეთილის მსვლელობასაკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები2წთ
ა -ფაზა
საშინაო დავალების შემოწმება - 5წთ.
საშინაო დავალებას შეამოწმებს კითხვა-პასუხით.
განლილი მასალის გამეორება -. მასწავლებელი
კითხვების საშვალებით შეახსენებს რას ეწოდება მარტივი ფიგურა; ფართობის ერთეულები, როგორ გამოითვლება მართკუთხედის, პარალელოგრამის ფართობი, სამკუთხედის და მისი ელემენტების განსაზღვრას
ბ- ფაზა
ახალი მასალის ახსნა - 10წთ.
მასწავლებელი გამოიძახებს მოსწავლეს გამოაჭრევინებს ფურცლიდან მართკუთხედს, შემდეგ მეორე მოსწავლეს გამოათვლევინებს ფართობს, შემდეგ ფურცელს გავაკეცინებს დიაგონალზე.რა დაემართა ფიგურას? რას უდრის თითეული ფიგურის ფართობი? მოსწავლეები მივლიან დასკვნამდე, რომ თითეული სამკუთხედის ფართობი ტოლია მართკუთხედის ფართობის ნახევრის.
შემდეგ დაფაზე ხაზავს პარალელოგრამს, ავლებს დიაგონალს, პარალელოგრამი იყოფა 2 სამკუთხედად. თითეული სამკუთხედის ფართობი ტოლია პარალელოგრამის ფართობის ნახევრის. წერს ფორმულას.. სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელად ჩამოაყალიბებს წესს.
ახალი მასალის განმტიცქება- 10წთ.
c-ფაზა
ახალ მასალას განმტკიცება ხდება სლაიდით და სახელმძღვანელოს რამოდენიმე ამოცანის განხილვით ჯგუფური მუშაობით-15წთ.
ორ ჯგუფს ეძლევა დავალება. თითოეულს თთო მოდელი სამკუთხედის: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა . გაზომეთ აუცილებელი ელემენტები და გამოთვალეთ ფართობი შემდეგ ახდენენ პრეზენტაციას
საშინაო დავალება- 2წთ.
შეფასება - 2წთ.
|
Friday, July 1, 2016
სამკუთხედის ფართობი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment